Watford Observer-ის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 2026/27 წლების სეზონში უოტფორდის შემადგენლობაში აღარ იქნება.
ლონდონური გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო ახალი დანიშნულება უდინეზე არის.
ჩაკვეტაძემ უოტფორდში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში 102 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, მისი ამჟამინდელი საბაზრო ღირებულება 3.5 მილიონ ევროს შეადგენს.
უოტფორდთან არსებული მჭიდრო კავშირების შედეგად, სატრანსფერო ფანჯრის პირველ დღეებში ჯეიმს აბანკვა და საბა გოგლიჩიძე უკვე დაბრუნდნენ უდინეზეში.
ამასთან, პოცოების ოჯახი ასევე განიხილავს დანიელი თავდამსხმელის, ლუკა კიერუმგორის, ფრიულიში გაგზავნას.