გიორგი ჩაკვეტაძე უოტფორდიდან კარიერას სერია A-ში, უდინეზეში გააგრძელებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, 26 წლის ნახევარმცველმა იტალიურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.
ჩაკვეტაძემ უოტფორდში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში 102 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
უდინეზეში დაბრუნდა უოტფორდში იჯარის წესით მყოფი საბა გოგლიჩიძეც, შესაბამისად შემდეგ სეზონში 2 ქართველი კვლავ ერთად ითამაშებს, ამჯერად იტალიურ კლუბში.
უდინეზემ იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე გავიდა.