სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ბარსელონადან წამოსვლის შემდეგ, ჩავის სამხრეთ კორეაში დანიშვნის შანსი ჰქონდა.
გასულ კვირას კატალონიურმა კლუბმა ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.
AS-ის ინფორმაციით, ესპანელმა სამხრეთ კორეას უარი უთხრა, რომელიც მას 2026 წლის მსოფლიოზე მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობდა.
გარდა ამისა, ჩავის დანიშვნით მილანი და მან იუნაიტედიც ინტერესდებოდნენ, თუმცა ისინი უბრალოდ სიტუაციას აკვირდებოდნენ და აქტიურობაზე არ გადასულან.
საბოლოოდ, ბარსას მწვრთნელმა ერთწლიანი შესვენების აღება გადაწყვიტა და ამ ეტაპზე, არ აქვს შერჩეული კონკრეტული ადგილი, თუ სად ისურვებდა მუშაობას.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები