ბარსელონას ყოფილმა მწვრთნელმა და ლეგენდამ, ჩავიმ, რომარიოს იუთუბ არხზე ნეიმართან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა.
46 წლის სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელის ტალანტით პირველივე დღეებში მოიხიბლა:
რაც ნეიმარისგან ჩვენთან ყოფნის პირველ კვირაში ვნახე, მესისთან ყველაზე ახლოს მდგომი რამ იყო. არ მინახავს სხვა მოთამაშე, რომელიც მესის ისე ჰგავდა, როგორც 21 წლის ნეიმარი ბარსაში გადმოსვლისას
ჩავიმ ასევე აღნიშნა, რომ მწვრთნელობისას ნეიმარის გუნდში დაბრუნებას ცდილობდა, თუმცა „ფინანსურმა ფეირ პლეიმ“ და კლუბის მძიმე ეკონომიკურმა მდგომარეობამ ეს შეუძლებელი გახადა.
რაც შეეხება მოახლოებულ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს, ჩავი ბრაზილიას ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს:
მათ შეუძლიათ ჩემპიონები გახდნენ. პირველ რიგში იმიტომ, რომ იქ ანჩელოტია, მწვრთნელი, რომელსაც მოთამაშეებიდან მაქსიმუმი გამოაქვს. ბრაზილია ყოველთვის დომინირებს მუნდიალებზე
ჩავიმ სხვა ფავორიტებს შორის ესპანეთი, არგენტინა, საფრანგეთი და პორტუგალია დაასახელა, გერმანიის შანსებს კი უფრო სკეპტიკურად უყურებს. ამასთან, მან არ გამორიცხა ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნაც:
„რატომაც არა? ღია ვარ ნებისმიერი პროექტისთვის, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. ბრაზილია ფეხბურთის აკვანია.“
ნეიმარი ამჟამად სანტოსში თამაშობს და ცდილობს კარლო ანჩელოტის ნდობა მოიპოვოს, რათა მუნდიალის განაცხადში მოხვდეს, რომელიც 18 მაისს გახდება ცნობილი.