ანსუ ფატიმ, რომელიც ამჟამად იჯარით მონაკოში იმყოფება, ახალ დოკუმენტურ ფილმში „ერთი დღე ანსუსთან“ კარიერული მოგონებები გაიხსენა.
23 წლის შემტევმა იმ საუკეთესო ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომლებთან ერთადაც მოედანზე ყოფნა მოუწია.
ფატის თქმით, ყველაზე გამორჩეული გამოცდილება ბარსელონას ვარჯიშებზე ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაში იყო:
ლეო მესის წინააღმდეგ თამაში გიჟური იყო. ასევე მბაპეს, ლამინის, დემბელეს და ახლა უკვე პოლ პოგბას წინააღმდეგ... ბევრია ასეთი
ფატიმ თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტად ბარსელონაში დებიუტი დაასახელა:
ეს მომენტი ყოველთვის მემახსოვრება: ჩემი პროფესიონალური დებიუტი ბეტისის წინააღმდეგ, კამპ ნოუზე. ეს წარმოუდგენელი დღე იყო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. საყვარელ გოლად კი ოსასუნასთან გატანილ პირველ ბურთს დავასახელებდი, ეს ყველაფრის დასაწყისი იყო
ანსუმ საფრანგეთში ფორმა აღიდგინა და მიმდინარე სეზონში მონაკოს მაისურით 26 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მისი თქმით, ადაპტაცია გუნდელებისა და მწვრთნელის დახმარებით გაუადვილდა. ფატის სამომავლო მიზნებიც ამბიციურია, მას მსოფლიო ჩემპიონატისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.