პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ლონდონის ჩელსი სტუმრად ბრაიტონთან 0:3 განადგურდა.
ლიამ როსენიორის გუნდი ამ მატჩს საშინელ ფორმაში შეხვდა - ჩელსიმ პრემიერ ლიგის ბოლო 4 მატჩი გოლის გატანის გარეშე დათმო და სიტუაციის გამოსწორება ვერც დღეს მოხერხდა.
ბრაიტონმა მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და ცხრილშიც გადაუსწრო.
34 ტურის შემდეგ ბრაიტონს 50 ქულა აქვს და მე-6 ადგილს იკავებს, რომელიც ევროპა ლიგის საგზურის მომტანია, ჩელსი კი 48 ქულით მე-7 ადგილზეა და ტურის ბოლოს დიდი შანსია კიდევ უფრო მეტად დაქვეითდეს.
ჩემპიონთა ლიგის ზონამდე, სადაც ინგლისიდან მომავალ სეზონშიც 5 გუნდი გავა, ჩელსის უკვე 7 ქულა აშორებს.