გუნდი, რომელმაც სულ რაღაც 10 წლის წინ პრემიერ ლიგა მოიგო, მომავალ სეზონში მე-2 დივიზიონში ამოსვლისთვის იბრძოლებს.
ლესტერი ზედიზედ მეორე სეზონში ერთი დივიზიონით დაქვეითდება - თუ შარშან ჯერ კიდევ რუუდ ვან ნისტელროის გუნდი პრემიერ ლიგიდან ჩემპიონშიფში გავარდა, ამ სეზონში უკვე როვერტ გარისთან ერთად „მელიებმა" ვერც რანგით მე-2 დივიზიონში შეძლეს ადგილის შენარჩუნება.
44 ტურის შემდეგ ლესტერს 42 ქულა აქვს (6 ფინანსური დარღვევების გამო ფედერაციამ დააკლო) და ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით გუნდისთვის გასავარდნი ზონიდან ამოსვლა მათემატიკურად შეუძლებელი გახდა.
ლესტერთან ერთად ქვედა ლიგაში ჩავარდნილია შეფილდ უენსდეიც, რომელსაც კიდევ უფრო დიდი სასჯელი ხვდა წილად - გუნდს 18 ქულა დააკლეს და ამ მომენტისთვის -3 ქულა აქვს.
უკანასკნელად მესამე დივიზიონში ლესტერი 2008/09 სეზონში თამაშობდა, როცა პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიფში უმალვე დაბრუნდა.