რაჰიმ სტერლინგმა დღეს ჩელსი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა, რითაც მისი სამწელიწადნახევრიანი კარიერა ლონდონური გუნდის შემადგენლობაში დასრულდა.
"ჩვენ მადლობას ვუხდით რაჰიმს ჩელსის მაისურით გაწეული წვლილისთვის და ვუსურვებთ წარმატებას კარიერის მომდევნო ეტაპზე." - წერია ლურჯების ოფიციალურ განცხადებაში.
31 წლის ფეხბურთელი მთელი სეზონის განმავლობაში ჩელსის ძირითად შემადგენლობაში აღარ ირიცხებოდა და პირველ გუნდისგან განცალკევებით ვარჯიშობდა. მისი ბოლო ოფიციალური მატჩი კლუბის მაისურით 2024 წლის მაისში შედგა.
სტერლინგს კონტრაქტის დასრულებამდე 18 თვე ჰქონდა დარჩენილი და ის კვირაში 300,000 ფუნტ სტერლინგზე მეტი ანაზღაურებით კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იყო.
ჩელსიში მიაჩნიათ, რომ სტერლინგის ასეთ პირობებში გაშვება კლუბს მნიშვნელოვან ფინანსურ დანაზოგს მოუტანს. ინგლისელი ფეხბურთელი ლონდონის ჩელსიში 2022 წელს მანჩესტერ სიტიდან გადავიდა.