• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჩელსიში სიტუაცია დაიძაბა - მარესკა მიდის?
ფეხბურთიფეხბურთი

ჩელსიში სიტუაცია დაიძაბა - მარესკა მიდის?

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩელსის მთავარი მწვრთნელი ენცო მარესკა, როგორც ჩანს, კლუბს დატოვებს, რადგან იტალიელსა და ხელმძღვანელობას შორის ურთიერთობა სერიოზულად დაიძაბა.


Sky Sports-ის, The Guardian-ისა და ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იტალიელს აღარ სურს კლუბში მუშაობის გაგრძელება მენეჯმენტთან ურთიერთობის გაუარესების გამო.


ჩელსის ბოლო პერიოდის ფორმა მნიშვნელოვნად გაუარესდა, გუნდმა პრემიერლიგის ბოლო შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა. დეკემბრის თვეში კი ყველა ტურნირის გათვალისწინებით რვა შეხვედრიდან სამი წააგო.


ასევე გასული თვის შუა რიცხვებში ევერტონთან გამარჯვების შემდეგ გაკეთებული კომენტარები კლუბის ხელმძღვანელობას არ მოეწონა. მარესკამ აღნიშნა, რომ ეს იყო მისი „ყველაზე მძიმე 48 საათი“ სტემფორდ ბრიჯზე მუშაობის განმავლობაში.


ჩელსის ბოლო მატჩი სამშაბათს ბორნმუთთან 2:2 დასრულდა, რის შემდეგაც იტალიელმა მწვრთნელმა მედიასთან არ ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ასისტენტმა ვილი კაბალიერომ განაცხადა, თითქოს მარესკა შეუძლოდ იყო, ზოგი ფიქრობს, რომ მან პრესკონფერენცია შეგნებულად აიცილა, რადგან კლუბში საკუთარ მომავალზე ფიქრობდა.


მატჩის განმავლობაში გულშემატკივრები განსაკუთრებით გაღიზიანდნენ, როცა იტალიელმა შეხვედრის დაახლოებით მე-60 წუთზე კოულ პალმერი შეცვალა.


ტრიბუნებიდან ისმოდა სკანდირება: „შენ არ იცი, რას აკეთებ“, რომელიც 45 წლის სპეციალისტისკენ იყო მიმართული. მარესკა ჩელსიში გასული სეზონის დასაწყისიდან მუშაობს.


არსებობს მოსაზრება, რომ იტალიელი აღარ იჯდება სათადარიგოთა სკამზე, როცა ჩელსი კვირას მანჩესტერ სიტის დაუპირისპირდება, ეს ლონდონური კლუბისთვის იანვრის ცხრა მატჩიდან პირველი იქნება.


მარესკამ გუნდი გასულ სეზონში უეფას კონფერენს ლიგისა და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებამდე მიიყვანა, ასევე ჩემპიონატში საუკეთესო ოთხეულში შეიყვანა. ამჟამად ჩელსი პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა და ლიდერ არსენალს 15 ქულით ჩამორჩება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ენცო მარესკა
ჩელსი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ოფიციალურად: ჩელსიმ ენცო მარესკას წასვლა დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ჩელსიმ ენცო მარესკას წასვლა დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალური წყვილები და მატჩების ჩატარების ზუსტი დრო ცნობილია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალური წყვილები და მატჩების ჩატარების ზუსტი დრო ცნობილია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უოტკინსის დუბლი - ასტონ ვილამ ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე მოუგო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: უოტკინსის დუბლი - ასტონ ვილამ ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე მოუგო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფავორიტები გამოიკვეთა - ჩელსის მწვრთნელობის 5 კანდიდატი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფავორიტები გამოიკვეთა - ჩელსის მწვრთნელობის 5 კანდიდატი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

4 სთ წინ

ოფიციალურად: ჩელსიმ ენცო მარესკას წასვლა დაადასტურა

News image

24 დეკ, 2025

ინგლისის ლიგის თასის 1/2 ფინალური წყვილები და მატჩების ჩატარების ზუსტი დრო ცნობილია

News image

27 დეკ, 2025

VIDEO: უოტკინსის დუბლი - ასტონ ვილამ ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე მოუგო

News image

3 სთ წინ

ფავორიტები გამოიკვეთა - ჩელსის მწვრთნელობის 5 კანდიდატი

კომენტარები