VIDEO: უოტკინსის დუბლი - ასტონ ვილამ ჩელსის სტემფორდ ბრიჯზე მოუგო
20 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში ჩელსიმ სტემფორდ ბრიჯზე ასტონ ვილა მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 37-ე წუთზე გაიხსნა. მასპინძლები ჟოაო პედრომ დააწინაურა და ჩელსის პირველი ტაიმი მოაგებინა. მეორე ტაიმში ლონდონელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და ასტონ ვილამ თამაშის მოტრიალება შეძლო.
63-ე და 84-ე წუთებზე გატანილი გოლებით ოლი უოტკინსმა დუბლი შეასრულა და უნაი ემერის გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ასტონ ვილამ ამ გამარჯვებით კლუბის ყველა დროის რეკორდი გაიმეორა და ყველა ტურნირზე ზედიზედ 11 მატჩი მოიგო. ეს რეკორდი 1914 წელს იყო დამყარებული.
ამ მოგებით ბირმინგემელებმა 39 ქულა დააგროვეს და ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფებიან. არსენალთან ჩამორჩენა 3 ქულაა, მანჩესტერ სიტისთან კი - მხოლოდ 1.