ჩელსიმ და მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ ურთიერთთანამშრომლობა დაასრულეს.
"კლუბში მუშაობის პერიოდში ენცომ გუნდი წარმატებამდე მიიყვანა უეფას კონფერენს ლიგასა და ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე. ეს მიღწევები კლუბის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს და ჩვენ მადლობას ვუხდით მას კლუბის წარმატებაში შეტანილი წვლილისთვის.
იმ პირობებში, როდესაც სეზონის განმავლობაში ჯერ კიდევ მრავალი მნიშვნელოვანი მიზანია მისაღწევი ოთხ სხვადასხვა ტურნირზე, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ენცოსა და კლუბის აზრით, ცვლილება გუნდს მისცემს საუკეთესო შანსს, სეზონი კვლავ სწორ გზაზე დააყენოს.
ჩვენ ენცოს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს ვუსურვებთ." - წერია ჩელსის განცხადებაში.
ენცო მარესკა ლონდონური გუნდის მთავარ მწვრთნელად 2024 წლის ზაფხულში დაინიშნა და გუნდს უეფას კონფერენს ლიგა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში ჩელსის 19 ტურის შემდეგ 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე იმყოფება.