• ფეხბურთიNEW
  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი
NEW

ფეხბურთი

ქვიზები

სიახლეები

ფეხბურთი

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი დღეა" - მესის ბოლო სიტყვა არგენტინის ნაკრებში
ფეხბურთიფეხბურთი

,,ჩემი კარიერის ყველაზე სევდიანი დღეა" - მესის ბოლო სიტყვა არგენტინის ნაკრებში

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლიონელ მესიმ, რომელმაც მონუმენტალზე გამართულ ბოლო სანაკრებო შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა, გამარჯვების შემდეგ მოედანზე გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა და არგენტინის ნაკრებში გატარებული 21-წლიანი კარიერა გაიხსენა.


„ჩემთვის უდიდესი სიამაყე იყო, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ამ მაისურს ვიცავდი“, - მიმართა მესიმ სტადიონზე შეკრებილ გულშემატკივრებს.


„ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი, რომლებიც ჩვენ ერთად გამოვიარეთ და რომლებიც პირადად მეც მქონდა, ბრძოლა არასდროს შემიწყვეტია და ყოველთვის აქ ვიყავი.


ის, რომ აქ აღარ მოვალ, ძალიან მტკივნეული იქნება. გეფიცებით, მთელი დარჩენილი ცხოვრება სიამოვნებით ვითამაშებდი, რადგან არგენტინის ნაკრებში თამაში ყველაზე ლამაზი რამაა, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.“


მესის თქმით, მონუმენტალზე დაბრუნებას მისთვის ერთდროულად სიხარულიც და სევდაც ახლდა. სწორედ ამ სტადიონზე ჩაატარა არგენტინამ პირველი მატჩი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ.


ახლა კი აქ ჩემი კარიერის ყველაზე სევდიან დღეს აქ ვდგავარ, როდესაც ნაკრებს და ყველა თქვენგანს უნდა დავემშვიდობო.


თუმცა ამიერიდან იმ მხარეს ვიქნები [გულშემატკივრებთან], მხარს დავუჭერ ბიჭებს და ყველას, ვინც ნაკრებში მოვა. ყოველთვის ერთად და ერთიანები ვიქნებით“, - განაცხადა მესიმ.


მიუხედავად სევდისა, მესის თქმით, სანაკრებო კარიერის დასრულების დროის შერჩევას არ ნანობს.


მან გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის მძიმე გზა დაასახელა, სადაც სამხრეთამერიკელები ფინალამდე მივიდნენ, თუმცა გადამწყვეტ მატჩში ესპანეთთან დამარცხდნენ.


მესის თქმით, ტურნირზე მიღებულმა ძლიერმა ემოციურმა და ფიზიკურმა დატვირთვამ, მათ შორის ნახევარფინალში პრინციპულ მეტოქე ინგლისთან 2:1 გამარჯვებამ, თავისი კვალი დატოვა.


„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ცხოვრება აქ ყოფნა მინდა, ვგრძნობ, რომ ახლა ამის დროა. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი მეტისმეტად მძიმე იყო, ყველაფერი, რისი გადატანაც მომიწია.


ჩვენ გვქონდა ოცნება, რომ ჩემი და მთელი ქვეყნის სურვილი აგვესრულებინა და კიდევ ერთხელ გავმხდარიყავით მსოფლიოს ჩემპიონები.


ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან ახლოს ვიყავით და რეალურად არაფერი უცნაური არ მომხდარა, როგორც ზოგი ამბობს. ინგლისთან მატჩმა ფიზიკურად ძალიან დიდი ძალა წაგვართვა, ემოციურად კი კიდევ უფრო მძიმე იყო.


ფინალს ძალების მინიმალური მარაგით შევხვდით, მაგრამ ვიბრძოლეთ ისე, როგორც ყოველთვის ვიბრძოდით ამ მაისურით.


ყველა იმ თანაგუნდელთან ერთად, ვისთანაც ყოფნა და ამ ყველაფრის გაზიარება მომიწია და არა მხოლოდ მათთან, არამედ ყველასთან, ვინც ჩვენ გვერდით იყო იმ პერიოდში, როდესაც გამარჯვებების მოპოვება შევძელით. ძალიან ახლოს ვიყავით.“


VIDEO: მესის ემოციური გაცილება და ბოლო გოლი არგენტინის ნაკრებში

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

argentina
მესი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ცხოვრება მესის შემდეგ: ვინ გაუძღვება არგენტინის ნაკრებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ცხოვრება მესის შემდეგ: ვინ გაუძღვება არგენტინის ნაკრებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: ,,მესი არგენტინის ნაკრებში შეუდარებელ მემკვიდრეობას ტოვებს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკალონი: ,,მესი არგენტინის ნაკრებში შეუდარებელ მემკვიდრეობას ტოვებს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ემოციური სიტყვები მეგობრისგან: რას ამბობს ანხელ დი მარია ლეო მესის ბოლო მატჩამდე?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ემოციური სიტყვები მეგობრისგან: რას ამბობს ანხელ დი მარია ლეო მესის ბოლო მატჩამდე?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის ემოციური გაცილება და ბოლო გოლი არგენტინის ნაკრებში

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: მესის ემოციური გაცილება და ბოლო გოლი არგენტინის ნაკრებში
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

05 ოქტ, 2026

ცხოვრება მესის შემდეგ: ვინ გაუძღვება არგენტინის ნაკრებს

News image

06 ოქტ, 2026

სკალონი: ,,მესი არგენტინის ნაკრებში შეუდარებელ მემკვიდრეობას ტოვებს"

News image

12 სთ წინ

ემოციური სიტყვები მეგობრისგან: რას ამბობს ანხელ დი მარია ლეო მესის ბოლო მატჩამდე?

News image

3 სთ წინ

VIDEO: მესის ემოციური გაცილება და ბოლო გოლი არგენტინის ნაკრებში

კომენტარები

ლინკის დაკოპირება