არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ეროვნულ გუნდში ლიონელ მესის გამოსამშვიდობებელ მატჩზე ისაუბრა.
39 წლის თავდამსხმელი არგენტინელთა მაისურით ბოლო შეხვედრას ბენინის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაატარებს.
„დღეს ვნახე ფოტოები და ვიდეოები. მისი ასეთი ბედნიერი და მშვიდის ნახვა, იმის ცოდნით, რომ მოედანზე ყველაფერი დატოვა, ჩვენთვის დიდი სიხარულია. ამიტომ მან ამ მომენტით სიამოვნება უნდა მიიღოს, ჩვენ კი სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერები უნდა ვიყოთ.
ვუთხარი, რომ თამაშის წინ ვნახავდი. გვერდიდან ვადევნებ თვალს და ამ სანახაობით დავტკბები, ისევე როგორც ყველა არგენტინელი.
ვიცი, რომ ერთად ბევრი წელი გავატარეთ. ჩემთვის დიდი პატივი იყო დიეგო მარადონას ხელმძღვანელობით ვარჯიში და ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში, რომელიც ჩემთვის ლეოა, - განაცხადა როსარიო სენტრალის ფეხბურთელმა.