ასულ კვირას MMA-ს მოყვარულმა მებრძოლმა, კოულ ჯონსონმა ინტერნეტსივრცე ააფეთქა.
მან მილიონობით ფანი დაარწმუნა, რომ შიმპანზესთან ბრძოლას აპირებდა, თუმცა ეს სახიფათო ხუმრობა აღმოჩნდა და სპორტსმენმა ამბავი სოციალურ ქსელშივე გააქარწყლა.
ამ ვირუსული ტრენდის ფონზე, გულშემატკივრებს ისლამ მახაჩევის ძველი ინტერვიუ გაახსენდათ. ზაფხულში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა UFC-ის ორგზის ჩემპიონს ჰკითხა, თუ რომელ ყველაზე დიდ ცხოველს დაამარცხებდა, რაზეც დაღესტნელმა დაუფიქრებლად გორილა დაასახელა.
შიმპანზის და მებრძოლის ორთაბრძოლამ ინტერნეტი ააფეთქა
მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერების აზრით, გორილასთან ან შიმპანზესთან შიშველი ხელებით ბრძოლა ადამიანისთვის ფატალურად სრულდება, მახაჩევი საკუთარ ძალებში დარწმუნებულია. ის ხომ იმ რეგიონიდანაა, სადაც მისი მენტორი, ხაბიბ ნურმაგომედოვი ბავშვობაში დათვებს ეჭიდავებოდა.
„გორილას? მარტივად დავახრჩობ. თუ ჩემს საფირმო მახრჩობელა ილეთს (D'Arce) გამოვიყენებ, გორილაც კი ტკბილად დაიძინებს“, - იხუმრა მახაჩევმა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ილეთია, რომლითაც დაღესტნელმა დასტინ პორიე და რენატო მოიკანო დაამარცხა.