უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე, ახალგაზრდა მოთამაშე და თერთმეტეული დაასახელა.
სეზონის მოთამაშე უსმან დემბელე გახდა, ახალგაზრდა მოთამაშე კი - დეზირე დუე.
ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი რაფინია გახდა, რომელმაც 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა.
სიმბოლური თერთმეტეული ასე გამოიყურება:
დონარუმა (პსჟ); ჰაკიმი (პსჟ), მარკინიოსი (პსჟ), ბასტონი (ინტერი), ნუნუ მენდეში (პსჟ); ვიტინია (პსჟ), რაისი (არსენალი); იამალი (ბარსელონა), დუე (პსჟ), დემბელე (პსჟ), რაფინია (პსჟ).
