UFC 328-ის მთავარი ბრძოლის წინ, საშუალო წონის ჩემპიონმა ხამზატ ჩიმაევმა და ყოფილმა ჩემპიონმა შონ სტრიკლენდმა წონა წარმატებით ჩააბარეს.
ჩიმაევმაც და სტრიკლენდმაც 185 ფუნტი (83,9 კგ) დააფიქსირეს.
შონ სტრიკლენდს დიდი ხნით ლოდინი მოუწია იმის გასაგებად, ოფიციალურად შედგებოდა თუ არა ჩიმაევთან ბრძოლა, რადგან თავად ადრე აიწონა, ხოლო ჩემპიონმა ბოლო წუთებისთვის გადადო პროცესი - წონის ჩაბარების ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე.

არმან ცარუკიანმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლის ოფიციალურ სათადარიგო მებრძოლად დაასახელეს, განაცხადა, რომ ჩიმაევს 21 კილოგრამის დაკლება მოუწია, რაც 46 ფუნტზე ოდნავ მეტია.
უმსუბუქესი წონის ჩემპიონი ჯოშუა ვენი და ტაცურო ტაირაც შესაბამის წონაში იყვნენ თანამთავარი ბრძოლისთვის - ორივემ 125 ფუნტი (56,6 კგ) დააფიქსირა.
შეძლებს შეშლილი ამერიკელი ჩეჩენი ჩემპიონის დამარცხებას?