-
Aa
+
ფონტის ზომა
ამერიკელი და ჩეჩენი მებრძოლების დაპირისპირებას ცეცხლი არც პირისპირ დგომებამდე აკლდა, ჩიმაევის მოქნეულმა წიხლმა კი ვითარება კიდევ უფრო დაძაბა - მებრძოლებს შორის ნიუ ჯერსის პოლიციის ჩადგომა გახდა აუცილებელი.
ჩიმაევისა და სტრიკლენდის ისტორია 2022 წლიდან იწყება, როდესაც ისინი ლას-ვეგასის დარბაზში ერთად ვარჯიშობდნენ.
როცა ჩიმაევი დარბაზში მოდიოდა, სპარინგ პარტნიორად ყველაზე პატარა, დაბალი დონის პროფესიონალს ირჩევდა და სასტიკად სცემდა…ჩიმაევი მჩაგვრელია. გაქცევა და დამალვა - ესაა რასაც ის დივიზიონში აკეთებს.
შონ სტრიკლენდი
წლების განმავლობაში ორ მებრძოლს შორის მტრობამ პიკს მიაღწია. სტრიკლენდის თქმით ის მზად იყო იარაღითაც დაეცვა თავი თუ ხამზატი და მისი გუნდი მასზე თავდასხმას შეეცდებოდნენ.
ამ ყველაფრის ფონზე, ორგანიზაციამ ამ კვირაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო - პოლიციის მუდმივი პატრულირება და მეტალოდეტექტორები ნიუ ჯერსიში მდებარე მებრძოლების სასტუმროში. ხამზატის გუნდთან კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, შონმა დასარჩენად სხვა სასტუმრო აირჩია.
ფეის-ოფებზე დაწყებული სიგიჟის ლოგიკური გაგრძელება პრესკონფერენციაზე ვიხილეთ, რომელსაც იუთუბ ლაივში 210 000 მაყურებელი ადევნებდა თვალს.
მე მისთვის ტერორისტი ვარ. მე მას თავს მოვაცლი. მე მას მოვკლავ. დიდება ალაჰს.
ხამზატ ჩიმაევი
შონ სტრიკლენდი ჩიმაევის მხრიდან მამის ხსენებამ განსაკუთრებულად გააბრაზა:
შონი: შენ ამერიკიდან უნდა დაახვიო!
ხამზატი: ვისზე საუბრობ? ამერიკას მე ვუყვარვარ. შენ ბო*ი ხარ, არავის უყვარხარ, გარდა შენი მამისა, რომელიც გცემდა და მეც გცემ.
შონი: შენ ბავშვებზე ძალადობაზე იცინი, ამიტომ ნამდვილი ცხოველი ხარ. ხამზატი: გალიაში მე ვიქნები შენი მამა. დაჯექი ბო*ო!
შონი: შენ ჩეჩენი მ**ავი ხარ. დაბრუნდი ქვეყანაში საიდანაც გამოიქეცი.
32 წლის ხამზატ ჩიმაევი უკვე 15 ბრძოლაა დაუმარცხებელია. ჩეჩენ მებრძოლი წლების განმავლობაში ასაპარეზობდა შვედეთის სახელით, 2023 წლიდან ხამზატი არაბთა გაერთიანებული საემიროებს წარადგენს UFC-ში.
ჩიმაევს ორგანიზაციაში 2020 წლიდან აპსარეზობს და ცხრა ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც ექვსი ვადამდელი გამარჯვებით დაასრულა. რიგი მიზეზების გამო, ჩიმაევმა პირველი სატიტულო ბრძოლა 2025 წელს დრიკუს დუ პლესის მიიღო - UFC-ს მაყურებელმა სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური გამარჯვება იხილა.
შედარებით ვრცელია ვეტერანი ამერიკელის რეზიუმე - 35 წლის მებრძოლს კარიერაში 37 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 30 საკუთარი გამარჯვებით დაასრულა. სტრიკლენდი UFC-ში 2014 წლიდან ასპარეზობს - შონმა ამ დროში 24 ორთაბრძოლის ჩატარება მოასწრო.
საჩემპიონო ქამარი სტრიკლენდმა 2023 წელს, ისრაელ ადესანიას დამარცხების შემდეგ მოიპოვა, რომელიც დრიკუს დუ პლესთან შემდეგივე ბრძოლაში დათმო. 2025 წელს ამერიკელს ქამრის დაბრუნების შანსი მიეცა, მეტოქე კვლავ ავსტრალიელი მებრძოლი - სტრიკლენდმა ვერც ამჯერად მოახერხა დუ პლესის დამარცხება.
ხამზატის თქმით, მომავალი მეტოქე აქამდე არაერთხელ დაუმარცხებია სავარჯიშო დარბაზში. რა თქმა უნდა ამ ბრძოლის გამოკვეთილ ფავორიტადაც ჩეჩენი მებრძოლი მიიჩნევა. სტრიკლენდის გულშემატკივრები კი იმედს იტოვებენ, რომ შონს აქვს ის რაც ჩიმაევთან კამარუ უსმანსა და ჟილბერტ ბერნსს დააკლდათ - ძლიერი კარდიო, ქვედა ტანის კარგი დაცვა და უამრავი დარტყმა. ამერიკელის მთავარ ამოცანას კი ხამზატის მიწაზე განეიტრალება წარმოადგენს.
UFC 328-ის მთავარ ბრძოლასთან ერთად გულშემატკივარს 57 კილოგრამ წონით კატეგორიის ძალიან საინტერესო საჩემპიონო დაპირისპირება ელის - UFC-ის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, ჟოშუა ვენი ქამრის დაცვას ტაცურო ტაირას წინააღმდეგ ეცდება.

ნიკოლოზ კვარაცხელია
კომენტარები