კონორ მაკგრეგორი მისი ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
,,ჭორები მართალია! ბატონი თავდაჯერებულობა ბრუნდება, რომ ისევ იბრძოლოს!
ჰეი Paramount, მალე შევხვდებით ბიჭებო, ძალიან აღფრთოვანებული ვარ! და დაბადებული მზადყოფნაში.
The Notorious კონორ მაკგრეგორი" - წერს ირლანდიელი ინსტაგრამზე.
არიელ ჰელუანის ცნობით, კონორ მაკგრეგორს ახლახან ჰქონდა შეხვედრა UFC-სთან, რომელმაც „კარგად ჩაიარა“, და შესაძლოა ის ამ ზაფხულს საერთაშორისო საბრძოლო კვირეულში დაბრუნდეს.
„რაღაც კატასტროფული უნდა მოხდეს, რომ 11 ივლისს არ იბრძოლოს. მათ ახლა ეს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ოდესმე. სავარაუდო მოწინააღმდეგე შეიძლება მაქს ჰოლოუეი იყოს." - განაცხადა ჰელუანიმ თავის პოდკასტში.