რომან დოლიძემ კრისტიან ლეროი დანკანთან ბრძოლის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
,,შედეგით კმაყოფილი არ ვარ. არ ვეთანხმები მსაჯების გადაწყვეტილებას, თუმცა მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ბრძოლის შემდეგ ხელების ქნევას აზრი არ აქვს.
მალე დავბრუნდები მშობლიურ მიწაზე. შევხვდებით საქართველოში. ჩვენი ძალა ერთობაშია!" - წერს ქართველი მებრძოლი.
რომან დოლიძე ბრიტანელ მეტოქესთან ლონდონში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
მარცხი ლონდონში - რომან დოლიძემ ბრიტანელ მეტოქესთან წააგო