ესპანური El Mundo-ს ცნობით, ფედე ვალვერდე ექიმების რეკომენდაციით ელ კლასიკოს გამოტოვებს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ვარჯიშის შემდეგ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ურუგვაელმა თავი დაარტყა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმებმა ვალვერდეს ურჩიეს, თავის ტრავმის გამო მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში არც ივარჯიშოს და არც ითამაშოს.
The Athletic-ის მიხედვით, ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ვარჯიშის დროს ვალვერდემ ჩუამენის წინააღმდეგ უხეში ვარდნა განახორციელა. სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ სიტუაცია ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა.
შემდეგ ვალვერდე დაეცა და გასახდელში მაგიდას თავი დაარტყა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მოგვიანებით სახლში დაბრუნდა.
მადრიდის რეალში The Athletic-თან დაადასტურეს, რომ ინციდენტი მართლაც მოხდა და ვალვერდე ჰოსპიტალიზებული იყო.
რეალში კრიზისია - ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს