მადრიდის რეალმა დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
მადრიდის რეალი აცხადებს, რომ პირველი გუნდის დღევანდელ ვარჯიშზე მომხდარი მოვლენების შემდეგ კლუბმა დისციპლინური საქმის წარმოების დაწყება გადაწყვიტა ფედერიკო ვალვერდესა და ორელიენ ჩუამენის მიმართ.
კლუბი შესაბამის დროს გაავრცელებს ინფორმაციას ორივე დისციპლინური საქმის შედეგების შესახებ, მას შემდეგ რაც დასრულდება შესაბამისი შიდა პროცედურები.
ამასთან, მადრიდის რეალის სამედიცინო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ფედე ვალვერდეს ქალა-ტვინის ტრავმა დაუდგინდა.
ვალვერდე საკუთარ სახლში იმყოფება, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, 10-დან 14 დღემდე დასვენება მოუწევს." - წერია კლუბის განცხადებაში.
რეალში კრიზისია - ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს