ფედე ვალვერდემ ორელიან ჩუამენისთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,გუშინ ვარჯიშის დროს თანაგუნდელთან ინციდენტი მომივიდა. შეჯიბრებით გამოწვეულმა დაღლილობამ და იმედგაცრუებამ ყველაფერი უფრო მძაფრად წარმოაჩინა.
ჩვეულებრივ გასახდელში მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს და როგორც წესი, შიდა დონეზე გვარდება ისე, რომ საჯარო არ ხდება.
ცხადია, აქ ვიღაც ჭორებს ავრცელებს და სეზონში, სადაც მადრიდის რეალი ტიტულების გარეშე დარჩა და მუდმივი ყურადღების ქვეშაა, ყველაფერი გადაჭარბებულად აღიქმება.
დღეს კიდევ ერთი უთანხმოება გვქონდა. კამათის დროს შემთხვევით მაგიდას დავეჯახე, რის შედეგადაც შუბლზე მცირე ჭრილობა მივიღე და საავადმყოფოში ჩვეულებრივი ვიზიტი დამჭირდა.
არც ერთ მომენტში ჩემს თანაგუნდელს ჩემთვის არ დაურტყამს და არც მე დამირტყამს მისთვის, თუმცა მესმის, რომ ბევრისთვის უფრო ადვილი დასაჯერებელია, თითქოს ერთმანეთს ვეჩხუბეთ ან ეს განზრახ მოხდა, მაგრამ ასე არ ყოფილა.
ვგრძნობ, რომ ამ სიტუაციაზე გაბრაზებამ და იმედგაცრუებამ - იმის დანახვამ, თუ როგორ ვცდილობთ ზოგიერთი ჩვენგანი სეზონის ბოლომდე ბრძოლას და ყველაფრის გაღებას - იქამდე მიმიყვანა, რომ თანაგუნდელს ვეკამათე.
ბოდიშს ვიხდი. გულწრფელად ვწუხვარ, რადგან ეს სიტუაცია მტკივნეულია ჩემთვის, ისევე როგორც ეს პერიოდი, რომელსაც ახლა გავდივართ. მადრიდის რეალი ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის და მის მიმართ გულგრილი ვერ ვიქნები.
ეს ყველაფერი მრავალი დაგროვილი ემოციის შედეგია, რომელიც უაზრო ჩხუბში გადაიზარდა, დააზიანა ჩემი იმიჯი და ადგილი დაუტოვა ეჭვებს, შეთხზულ ისტორიებს, ცილისწამებასა და შემთხვევით მომხდარის კიდევ უფრო გამწვავებას.
არ მეპარება ეჭვი, რომ რაც არ უნდა უთანხმოებები გვქონდეს მოედნის გარეთ, მოედანზე ისინი ქრება და თუ საჭირო გახდება მისი დაცვა სტადიონზე, პირველი მე ვიქნები.
სეზონის დასრულებამდე არაფრის თქმა არ მინდოდა. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მთელი ჩემი ბრაზი და წყენა ჩემში დავიტოვე. კიდევ ერთი წელი დავკარგეთ და არ ვიყავი იმ მდგომარეობაში, რომ სოციალურ ქსელებში რამე დამეპოსტა, როცა ერთადერთი პასუხი, რაც უნდა გამეცა, მოედანზე თამაში იყო და მგონია, რომ ეს გავაკეთე.
სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად მე მტკივა და მაწუხებს ეს სიტუაცია, რომელიც სამედიცინო გადაწყვეტილებების გამო მომდევნო მატჩში თამაშის შესაძლებლობას მართმევს. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და ყველაზე მეტად მე მტკივა, რომ ახლა ამას ვერ შევძლებ.
კლუბისა და ჩემი თანაგუნდელების განკარგულებაში ვარ, რათა ვითანამშრომლო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან." - წერს ურუგვაელი სოციალურ ქსელში.
რეალმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო