იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რეალში კრიზისია - ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს
ფეხბურთიფეხბურთი

რეალში კრიზისია - ვალვერდემ და ჩუამენიმ ისევ იჩხუბეს

07 მაი, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მადრიდის რეალის გასახდელში დაძაბულობა არა მხოლოდ არ შემცირებულა ვალვერდესა და ჩუამენის გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, არამედ ბოლო საათებში სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა.


MARCA-ს ინფორმაციით, გასახდელში კიდევ ერთი, „ძალიან სერიოზული“ ინციდენტი მოხდა, რის გამოც კლუბი საგანგებო შეხვედრას მართავს და შესაბამისი ზომების მიღებას განიხილავს.


ბოლო ინციდენტი, რომელშიც კვლავ ვალვერდე და ჩუამენი მონაწილეობდნენ, გუნდის რამდენიმე წევრმა შიდა წრეებში „ძალიან სერიოზულად“ შეაფასა.


დაპირისპირება თავიდანვე გამწვავდა, რის გამოც რამდენიმე ფეხბურთელის ჩარევა გახდა საჭირო და საბოლოოდ ურუგვაელ ფეხბურთელს საავადმყოფოში წაყვანაც კი დასჭირდა.


ეს შემთხვევა ცალკეული ინციდენტი არ ყოფილა - ის ადასტურებს გუნდში არსებული შიდა ჰარმონიის აშკარა რღვევას, განსაკუთრებით გუნდისთვის ასეთ მგრძნობიარე პერიოდში.


წყაროების თქმით, ეს ახალი კონფლიქტი „ბევრად უარესი“ იყო, ვიდრე გუშინ ვალდებებასზე მომხდარი დაპირისპირება.


გასახდელთან დაახლოებულმა წყაროებმა MARCA-ს უთხრეს, რომ ვალვერდემ დილით ჩუამენისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა, რამაც თავიდანვე ძალიან დაძაბული ატმოსფერო შექმნა.


ეს ყველაფერი ვარჯიშის დასრულების შემდეგ გასახდელში სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შეტაკების დროს, უნებლიედ და არა ჩუამენის განზრახვით, ფედემ ძლიერი დარტყმა მიიღო, რამაც ჭრილობა გამოიწვია და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.


მომხდარის მასშტაბმა გასახდელში საგანგებო შეხვედრის გამართვა გამოიწვია, რომელიც დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში გაიმართა და მას ხოსე ანხელ სანჩესიც ესწრებოდა.


უპრეცედენტო კრიზისული შეხვედრის გამო არც ერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია საწვრთნელი ბაზა.


შეხვედრის მიზანი ამ პრობლემების დასრულება და მზარდი დაძაბულობის შეჩერება იყო, რაც კლუბის უმაღლეს ხელმძღვანელობაში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.


ამ დროისთვის რეალში ატმოსფერო უკიდურესად დაძაბულია - იგრძნობა ნერვიულობა, შიდა დაყოფა და მზარდი განცდა, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ შორსაა მოგვარებისგან.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჩუამენი
ფედე ვალვერდე
რეალი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ენდრიკის ბოლო მატჩი რეალის მაისურით?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენდრიკის ბოლო მატჩი რეალის მაისურით?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამნეზია გაქვთ... ნეგრეირასთან ნუ გვაკავშირებთ!“ - მოურინიოს სკანდალური პასუხი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

„ამნეზია გაქვთ... ნეგრეირასთან ნუ გვაკავშირებთ!“ - მოურინიოს სკანდალური პასუხი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კურტუამ ვინისიუსი დაიცვა და ფანების სტვენას უპასუხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კურტუამ ვინისიუსი დაიცვა და ფანების სტვენას უპასუხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას აბრალებს მოურინიო ვინისიუსის ასეთ ჩავარდნას?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რას აბრალებს მოურინიო ვინისიუსის ასეთ ჩავარდნას?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

23 ნოე, 2026

ენდრიკის ბოლო მატჩი რეალის მაისურით?

News image

23 ნოე, 2026

„ამნეზია გაქვთ... ნეგრეირასთან ნუ გვაკავშირებთ!“ - მოურინიოს სკანდალური პასუხი

News image

24 სთ წინ

კურტუამ ვინისიუსი დაიცვა და ფანების სტვენას უპასუხა

News image

1 სთ წინ

რას აბრალებს მოურინიო ვინისიუსის ასეთ ჩავარდნას?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება