აბუ დაბიში გასამართი RAF-ის ღონისძიების პრესკონფერენციაზე გიგა ჭიკაძემ მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.
სამწუხაროა იმის ნახვა, რომ ჩემი ძმა, მერაბი აქ არ არის. აქ რომ რამდენიმე საათით ადრე ჩამოვსულიყავი, ახლა მეც მასთან ერთად ვიჯდებოდი, სადაც არის.
სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ ვიღაცა უკნიდან ესხმის თავს, ჩვენ ასე არ გავზრდილვართ და ჩვენთვის ასე არ უსწავლიათ." - განაცხადა ქართველმა მებრძოლმა.
აბუ დაბიში, RAF-ის ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძის დებიუტი შედგება, მისი მეტოქე კი ზაბიტ მაგომედშარიპოვი იქნება.
ამავე ღონისძიებაზე უნდა ეჭიდავა მერაბ დვალიშვილსაც, რომლის მოწინააღმდეგეც მარლონ მორაესი უნდა ყოფილიყო, თუმცა მომხდარის გამო ამ დაპირისპირების ხილვა ნაკლებ სავარაუდოა.
,,ეს დიდი უსამართლობაა" - რა ინფორმაცია ვრცელდება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე?