UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა სტრიმერ Nina Drama-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დუბლინში გამართულ კრივის საღამოზე რინგის გოგონები სპეციალური წესის გამო არ იყვნენ.
მისი მტკიცებით, დიდ ბრიტანეთში რინგზე ქალებისა და მამაკაცების ("რინგის ბიჭების") თანაბარი რაოდენობით ყოფნა სავალდებულოა.
მიუხედავად იმისა, რომ უაითის ამ კომენტარმა ინტერნეტში მილიონობით ნახვა დააგროვა, ფაქტები სულ სხვა რამეზე მეტყველებს და მისი არგუმენტი სიმართლეს არ შეესაბამება.
პირველ რიგში, ღონისძიება ირლანდიის რესპუბლიკის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის კრივის კანონმდებლობასთან არანაირი კავშირი არ აქვს. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთშიც კი მსგავსი წესი არ არსებობს. სულ რაღაც ერთი კვირის წინ, ზუსტად იმავე არენაზე დუბლინში, სხვა კრივის საღამოზე რინგის გოგონები ჩვეულებრივად იყვნენ წარმოდგენილნი.
Zuffa Boxing-ის ღონისძიების შემდეგ დანა უაითს დამატებითი კომენტარი აღარ გაუკეთებია და მან მთავარი ბრძოლის დასრულებამდე არენა დატოვა.