ლას-ვეგასში გამართულ UFC Vegas 120-ის მთავარ ბრძოლაში ავსტრალიელმა ქუილან სალკილდმა მსუბუქი წონის რეიტინგის მე-6 ნომერი, მატეუშ გამროტი პირველსავე რაუნდში დაამარცხა.
დაპირისპირება მოულოდნელი სცენარით წარიმართა და სენსაციური შედეგით დასრულდა.
მიუხედავად იმისა, რომ გამროტი პარტერში გამოკვეთილ ფავორიტად ითვლებოდა, სალკილდმა მეტოქის მტკივნეული ილეთიდან თავის დაღწევა მოახერხა. ავსტრალიელი თავად გადავიდა შეტევაზე და პირველი რაუნდის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, მახრჩობელა ილეთით გამოცდილი მეტოქე დანებებამდე მიიყვანა.
ავსტრალიელი ახლა მსუბუქი წონის ტოპ 5-თან და სატიტულო ბრძოლასთან ძალიან ახლოსაა.