UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა დაადასტურა, რომ 19 სექტემბერს დაგეგმილ UFC 331-ზე არმან ცარუკიანს სრულიად სხვა მეტოქესთან უნდა ებრძოლა. რეალურად, ის ჩარლზ ოლივეირას უნდა შეხვედროდა, თუმცა ბრაზილიელი მებრძოლის გუნდში მომხდარი ტრაგედიის (ოლივეირას 34 წლის თანაგუნდელი გარდაიცვალა) გამო, ეს გეგმა ჩაიშალა.
ცარუკიანის ახალი მეტოქე რეიტინგის მე-10 ნომერი, მაურისიო რუფია.
ჟურნალისტ არიელ ჰელვანის ცნობით, მოულოდნელ ცვლილებაზე დათანხმების სანაცვლოდ, ცარუკიანმა UFC-ისგან მიიღო მტკიცე გარანტია, რომ რუფის დამარცხების შემთხვევაში, ის მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას აუცილებლად მიიღებს.