მადრიდის რეალის თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ დარწმუნებით განაცხადა, რომ გუნდი ახალ სეზონში ტიტულების მოგებას შეძლებს.
„უნდა გავიმარჯვოთ. მჯერა, რომ ამ წელს ტიტულებს მოვიგებთ, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. სწორედ ეს გვსურს და ეს მოხდება კიდეც.
ვგრძნობ, რომ გუნდი ამას მოწყურებულია. მთელი სეზონის განმავლობაში მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვიქნებით, რათა ჩვენი გულშემატკივრები გავახაროთ“, - განაცხადა მბაპემ.
რეალში 2024 წელს გადმოსვლის შემდგომ, მბაპეს არც ლა ლიგა, არც ჩემპიონთა ლიგა და არც კოპა დელ რეი არ მოუგია რეალთან ერთად.