მოვსარ ევლოევი მომავალ თვეში UFC 333-ზე ქვემსუბუქი წონის ჩემპიონს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ჭორები, თითქოს ევლოევიც ვოლკანოვსკის მსგავსად კარიერის დასრულებას განიხილავდა, თუმცა დაუმარცხებელმა მებრძოლმა ეს კატეგორიულად უარყო. მან განმარტა, რომ სპორტიდან წასვლას საერთოდ არ გეგმავს და მისი მიზანი მხოლოდ ჩემპიონობაა.
მიუხედავად ამისა, ევლოევმა დაადასტურა, რომ სამომავლოდ მსუბუქ წონაში გადასვლას სერიოზულად განიხილავს. მისი თქმით, 65 კილოგრამში ჩასატევად დაახლოებით 12 კილოგრამის დაკლება უწევს, რაც ორგანიზმისთვის სულ უფრო რთული ხდება.
რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონს, ვოლკანოვსკიმ მძიმე მარცხის შემთხვევაში კარიერის დასრულება არ გამორიცხა. თუმცა, მისი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ავსტრალიელი მებრძოლის ხასიათიდან გამომდინარე, ის სპორტიდან წაგებული არასდროს წავა.