არმან ცარუკიანმა UFC-ის მსუბუქი წონის ისტორიაში საუკეთესო მებრძოლების საკუთარი ოთხეული დაასახელა.
სომეხმა მებრძოლმა სიაში ხაბიბ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი და ბი ჯეი პენი შეიყვანა, თუმცა გულშემატკივრებისთვის სრულიად მოულოდნელად, საუკეთესოებს მიღმა ჩარლზ ოლივეირა დატოვა.
ოლივეირას ნაცვლად, რომელიც თავად ცარუკიანმა ცოტა ხნის წინ დაამარცხა, მან მეოთხე საუკეთესო მებრძოლად ენტონი პეტისი აირჩია. ამ გადაწყვეტილებამ სოციალურ ქსელში MMA-ის ფანების დიდი კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. გულშემატკივრები ცარუკიანს ბრალს სდებენ როგორც ოლივეირას, ისე ფრენკი ედგარის უპატივცემულობაში.
ამჟამად ცარუკიანი ოქტაგონზე დასაბრუნებლად ემზადება. ის 19 სექტემბერს, UFC 331-ზე მაურისიო რუფის დაუპირისპირდება. ლოს-ანჯელესში მოპოვებული გამარჯვება არმანს სანატრელ სატიტულო ბრძოლასთან კიდევ უფრო დააახლოებს.