სერია ა-ს მე-9 ტურში ფრიზონონემ ლეჩე 5:1 გაანადგურა, რაშიც ლომის წვლილი ქართველმა გიორგი კვერნაძემ შეიტანა.
ქართველმა პირველ ტაიმში თავისი გუნდისთვის პენალტი მოიპოვა, მეორეში კი ორი საგოლე გადაცემაც მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
VIDEO: ორი საგოლე და მოპოვებული პენალტი - კვერნაძის მორიგი ტოპ-მატჩი
ერთ-ერთი ცნობილი გვერდი Rising Stars XI (ამომავალი ვარსკვლავების XI) სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:
2 საგოლე
მოპოვებული პენალტი
ყველაზე მეტი შექმნილი შანსი (8)
ყველაზე მეტი შეხება მატჩის საჯარიმოში (12)
11 დაბრუნება
71 შეხება ბურთთან
3 პასი მოედნის ბოლო მესამედში
7 მოგებული ორთაბრძოლა
დაუფასებელი ვინგერი." - წერს გამოცემა პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).