სერია ა-ს მე-9 ტურის მატჩში გიორგი კვერნაძის ფროზინონემ ლეჩე 5:1 გაანადგურა.
მართალია, თავად გიოს გოლი არ გაუტანია, თუმცა თავისი გუნდის დიდ გამარჯვებაში უდიდესი როლი შეასრულა.
პირველი ტაიმის მიწურულს ქართველმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მისმა თანაგუნდელმა გოლად აქცია, მეორე ნახევარში კი ორი საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის საუკეთსო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ამ შეხვედრაში კვერნაძემ 2 ასისტისა და მოპოვებული პენალტის გარდა, თავი ყველაზე მეტი შექმნილი შანსიც (8) გამოიჩინა, ყველაზე მეტჯერ შეეხო ბურთს მეტოქის საჯარიმოში (12), თავის გუნდს ბურთი 11-ჯერ დაუბრუნა, ბურთს 71-ჯერ შეეხო, სამი პასი გააკეთა მოედნის ბოლო მესამედში და შვიდი ორთაბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა.
გამოცემა SofaScore-მა კვერნაძეს 9.3 შეფასება დაუწერა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგია დანიელ ბირლიჯაზე მეტიც კია, რომელმაც ამ მატჩში დუბლი შეასრულა.