VIDEO: იტალიის სერია A-ს ძალიან მოულოდნელი ლიდერი ჰყავს
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია A-ს სრულიად მოულოდნელი ლიდერი ჰყავს.
ჯენარო გატუზოს ლაციომ მე-9 ტურის მატჩში ალბერტო აკვილანის სასუოლო სტუმრად 6:2 გაანადგურა ისე, რომ თან ორი პენალტი ვერ გამოიყენა (ძაკანიმ და ფრატეზიმ).
რომაელებმა სეზონი ფანტასტიკურად დაიწყეს და საწყისი 9-დან მხოლოდ 1 თამაში ვერ მოიგეს - მილანთან შინ 2:0-ს იგებდნენ, თუმცა მხოლოდ ქულას დასჯერდნენ.
გუნდის შემადგენლობის გათვალისწინებითა და ტიფოზერიის მიერ პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს მიმართ არსებული უმწვავესი პროტესტის ფონზე, გატუზოს ლაციოს ასეთი თამაში და შედეგები ძალიან მოულოდნელია.
არწივებს არსებობის ისტორიაში სერია A-ში საუკეთესო სტარტი აქვთ და გააუმჯობესეს 1999-2000 წლების სეზონის რეკორდი, როცა გუნდს სვენ-გორან ერიქსონი წვრთნიდა და სკუდეტო მოაგებინა.
9 ტურის შედეგებით, ლაციალეს 25 ქულა აქვს და ცხრილის სათავეში ერთპიროვნულადაა, მინიმუმ, დღის ბოლომდე, სანამ ინტერი ვენეციასთან სტუმრად ითამაშებს.
გატუზოს გუნდი 1-ელ ნოემბერს მეცხრეადგილოსან კალიარის სტადიო ოლიმპიკოზე უმასპინძლებს.