ევროპულ ჩემპიონატებში ქართველმა ლეგიონერებმა მორიგი მატჩები ჩაატარეს.
იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურში საბა გოგლიჩიძის მონცა სტუმრად ტორინოს დაუპირისპირდა და უხვგოლიან შეხვედრაში 2:3 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა მცველი კვლავ მონცას ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე სრული 90 წუთი გაატარა.
გამართული 8 ტურის შემდეგ, გოგლიჩიძის გუნდი 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს.
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-10 ტურში ითამაშა გიორგი აბუაშვილის მეცმა, რომელიც სტუმრად დიუნკერკს შეხვდა. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით იყვნენ დარჩენილნი.
ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში გახლდათ და 81-ე წუთზე შეცვალეს. ამ შედეგის შემდეგ მეცი სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზე იმყოფება.