VIDEO: დომინანტური გამარჯვება - როგორი გამოვიდა გოგლიჩიძის ძირითადში დებიუტი?
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საბა გოგლიჩიძემ მონცას ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა. მისმა გუნდმა მიმდინარე სერია A-ს ერთ-ერთ აღმოჩენას, კალიარის შინ 4:0 მოუგო.
ლაციოსთან ცვლილებაზე შესვლისა და გოლის გატანის შემდეგ, ივან იურიჩმა გოგლიჩა სასტარტოში დააყენა და 3 ცენტრალურ მცველში შუაში 90 წუთი ათამაშა.
ქართველი უკანახაზელი ბურთს 60-ჯერ შეეხო, 10-დან 7 ორთაბრძოლა მოიგო (მათგან 4-დან 2 საჰაერო), 2-დან 2 ვარდნა წარმატებულად შეასრულა, 2 ჩაჭრა და 7 საჯარიმოდან გამოტანა ჰქონდა, 2-ჯერ კი გუნდს ბურთი მოუპოვა, 45-დან 42 პასი შეასრულა ზუსტად, თავად არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
Sofascore-მა მისი თამაში 7.7-ით შეაფასა, Flashscore-მა 7.3 დაუწერა, ხოლო Whoscored-მა - ასევე 7.7.
მონცელებმა ბოლო სამ ტურში მეორე თამაში მოიგეს, 7 ქულა მოაგროვეს და გასავარდნ ზონას 3 ქულით დაშორდნენ. 23 ოქტომბერს 10-ქულიან ტორინოს ესტუმრებიან.