აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე, ქართველმა სპორტსმენებმა 4 მედალი მოიპოვეს.
უფროსებს შორის მოასპარეზე ლაშა ჯელაძემ (+115 კგ.) და ზურა წიქორაძემ (აბსოლუტური წონითი კატეგორია) ვიცე-ჩემპიონის სტატუსი და ვერცხლის მედალი მიიღეს.
კიდევ ორი მედალი 18-წლამდელთა შორის მოიგეს რატი წულუკიძემ (+100 კგ.) და ლუკა მახარაძემ (-80 კგ.) - ორივე მათგანი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.