საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, იბერია 1999-მა ეროვნული ლიგის 29-ე ტურში დილას გორში 2:0 მოუგო.
გოლები ამირან ძაგანიასა და ლუკას კაფეს ანგარიშზეა. ძაგანიას საგოლე გადაცემა გიორგი ქობულაძემ გაუკეთა.
პოპულარული სტატისტიკური პლატფორმის, Sofascore-ის ვერსიით, გუნდების ფეხბურთელებმა ასეთი შეფასებები მიიღეს:
დილა გორი: სანიკიძე - 6.3; კიკაბიძე - 6.3; ჟოაუ არაუჟო - 6.7 (რომარიკ ეტოუ - 6.6); პუკეტი - 6.5 (ზარგარი - 6.9); სანიანგი - 6.8; ანოფი - 7.1; მენთეშაშვილი - 6.4; დიუფი - 6.2 (ჯალაღონია - 6.5); ფარულავა - 6.9 (ედჰარტი - 6.5); კანტე - 6.7 (გოგობერიშვილი - 7.0); შეყილაძე - 6.5.
იბერია 1999: მაკარიძე - 7.1; ქობულაძე - 7.5; ამისულაშვილი - 7.0; სელიმოვიჩი - 7.2; ჯინჯოლავა - 6.9 (ბართიშვილი - 6.4); ქარდავა - 6.6 (ალჰასანი - 6.6); დადიანი - 7.3 (კუცია - 6.9); კაფე - 8.0 (ნაჭყებია - 6.7); ტიბუე - 6.7; სიხარულაშვილი - 6.6 (ბერიძე - 6.6); ძაგანია - 7.2.
როგორც ხედავთ, იბერიელთა მარჯვენა ფლანგი იყო საუკეთესო - მატჩის MVP ლუკას კაფე (8.0) გახდა, მეორე ყველაზე მაღალი შეფასება კი გიორგი ქობულაძემ (7.5) მიიღო. მათ შემდეგ კი ნიკა დადიანი (7.3) გამოირჩა.
ლევან კორღალიძე გუნდს უკვე შვედურ მიალბისთან მატჩისთვის ამზადებს. თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხუთშაბათს, 22 ოქტომბრის 20:45 საათიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა ამ ბმულზეა შესაძლებელი.
VIDEO: მნიშვნელოვანი 3 ქულა გორში - იბერია მიალბის კარგ ხასიათზე ხვდება