ყოფილი ქართველი ხელბურთელი რატი მსხვილიძე გარდაიცვალა.
,,საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის, ვეტერანი ხელბურთელისა და მწვრთნელის, რატი მსხვილიძის გარდაცვალებას.
რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხელბურთის განვითარებაში. სპორტული კარიერის განმავლობაში იგი როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვადასხვა კლუბში თამაშობდა, მოგვიანებით კი სამწვრთნელო საქმიანობას ეწეოდა და საკუთარ გამოცდილებასა და ცოდნას ახალგაზრდა თაობას უზიარებდა.
მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული ხელბურთისა და სპორტული საზოგადოებისთვის.
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია უსამძიმრებს რატი მსხვილიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს." - წერია ფედერაციის განცხადებაში.
,,ქომაგები გამოვხატავთ დიდ გულისტკივილს თანავუგრძნობთ ხელბურთის სამყაროს, გულშემატკივარს და ოჯახს უდიდეს დანაკლისს.
ჩვენ გვახსოვს რატის თავდადებული თამაში ეროვნული დროშის ქვეშ, გვახსოვს მისი ძალისხმევა ტრავმის მიუხედავად და გვახსოვს მიდი უდიდესი როლი ჩვენი ნაკრების წარმატებაში!
რატი მსხვილიძემ, ნაკრების მაისურით 30-მდე შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 112-ჯერ აიღო. მისი კარიერა საქართველოს ნაკრების გარდა, უკავშირდება ისლანდიურ, სერბულ და ჩრდილო მაკედონიურ გუნდებს." - წერს ქართული სპორტის ქომაგები.