გიორგი ჩაკვეტაძე პარმასთან მატჩში უდინეზეს საუკეთესო მოთამაშე გახდა.
იტალიის სერია ა-ს მეცხრე ტურში უდინეზე სტუმრად პარმას დაუპირისპირდა. დაძაბული და გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე შეხვედრა უგოლოდ, 0:0 დასრულდა, რის შედეგადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ ფორმაში შესული საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მატჩის აქტიური მონაწილე იყო.
ჩაკვეტაძე ცდილობდა შეტევების გამწვავებას, ხშირად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე და გუნდს დაცვით ფაზაშიც ეხმარებოდა. ქართველი ნახევარმცველი, რომელიც მოედნიდან 83-ე წუთზე შეცვალეს, უდინეზეს შემადგენლობაში ყველაზე მაღალი შეფასებით - 7,5 ქულით გამოირჩა.
შეხვედრის მთავარი ეპიზოდი 69-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც პარმას მხრიდან შესრულებული პენალტი სტუმართა მეკარე მადუკა ოკოიემ მოიგერია და გუნდი გოლისგან იხსნა.