კრისტალ პალასთან 5-2 მოგებული მატჩისა და გატანილი გოლის შემდეგ მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა, რომელიც სეზონის ბოლოს გუნდს ტოვებს, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"არ ვიცი, როგორ ვიგრძნობ თავს, როცა სიტის დავტოვებ, აქ ძალიან დიდი ხანი ვიყავი.
ეს რაღაც განსხვავებული იქნება ჩემი ოჯახისთვის. ვფიქრობ, ისინი ცოტათი შეშინებული და თან აღტაცებული არიან, მაგრამ ჯერ უცნობია, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა მოხდება იმ მომენტში.
თუ კლუბებიმოვლენ და დამარწმუნებენ, რომ კარგი სპორტული პროექტი აქვთ, მოვუსმენ. მე მიყვარს ფეხბურთი და ფეხბურთის თამაში.
გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, სად წავალ. წასვლის გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ არ მიმიღია.
პრემიერ ლიგაში დარჩენა? კლუბებს უნდა დაველაპარაკო და ვნახავ, რომელს უნდა ჩემი დამატება, ამიტომ ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, სად წავალ." - განაცხადა ბელგიელმა Viaplay Football-თან.
VIDEO: გოლების წვიმა ეტიჰადზე - სიტიმ კრისტალ პალასს თამაში მოუტრიალა