ტოტენჰემმა ოფიციალურად დაადასტურა ბრაიტონის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის, იან პაულ ვან ჰეკეს ტრანსფერი.
ლონდონურ კლუბს ეს გარიგება 52 მილიონი ფუნტი დაუჯდა. 26 წლის ფეხბურთელი მიმდინარე ზაფხულს სპურსის მესამე დიდი შენაძენია ენდი რობერტსონისა და მარკოს სენესის შემდეგ.
რეუნიონი დე ძერბისთან
ტრანსფერის მთავარი ფაქტორი ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი, რობერტო დე ძერბი გახდა. იტალიელი სპეციალისტი ვან ჰეკეს შესაძლებლობებს ბრაიტონიდან კარგად იცნობს და ლონდონური გუნდის საკუთარ გემოვნებაზე გადაწყობას აგრძელებს.
ტოტენჰემში გადმოსვლა ჩემი ოცნების ასრულებაა. მწვრთნელთან მტკიცე კავშირი მაქვს და მასთან ხელახლა მუშაობას მოუთმენლად ველოდები. გუნდის შესახებ ბევრი კარგი რამ მიკი ვან დე ვენისგანაც მსმენოდა
სპორტული დირექტორისა და მწვრთნელის შეფასება
ტოტენჰემის სპორტულმა დირექტორმა, იოჰან ლანგემ აღნიშნა, რომ ფეხბურთელს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მისი ტექნიკური თვისებების გარდა, სიმწიფესა და ლიდერულ ხასიათს აფასებენ. თავად დე ძერბი კი დარწმუნებულია, რომ ვან ჰეკე მის შემტევ ტაქტიკას იდეალურად მოერგება, რადგან ბურთის ფლობისას მამაცია და მოედანზე პერსონალიზმით გამოირჩევა.
ვან ჰეკემ გასულ სეზონში ბრაიტონის მაისურით 40 მატჩი ჩაატარა. ამჟამად ის ნიდერლანდების ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და შვედეთის წინააღმდეგ მომავალი მატჩისთვის ემზადება.