• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
სამედიცინო შემოწმება მსოფლიო ჩემპიონატის ბაზაზე
ფეხბურთიფეხბურთი

სამედიცინო შემოწმება მსოფლიო ჩემპიონატის ბაზაზე

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულმა ოფიციალურად დაადასტურა ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელის, ვიქტორ მუნიოსის ტრანსფერი ოსასუნადან.


მერსისაიდელებმა სატრანსფერო ბრძოლაში ნიუკასლი დაამარცხეს - ლივერპულის ხელმძღვანელობამ იმოქმედა სწრაფად, ფეხბურთელის კონტრაქტში არსებული 34-მილიონიანი გამოსასყიდი თანხა სრულად გადაიხადა და კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა.


სამედიცინო შემოწმება პირდაპირ მუნდიალზე


22 წლის მარცხენა ვინგერი ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება. ლივერპულმა სამედიცინო შემოწმება პირდაპირ აშშ-ში, ტენესის შტატში მდებარე ესპანელთა ბაზაზე მოაწყო, რის შემდეგაც ფეხბურთელმა გრძელვადიან კონტრაქტს ხელი მოაწერა.


ეს ტრანსფერი დიდი დარტყმაა ნიუკასლისთვის. კლუბი მუნიოსს მთავარ სამიზნედ განიხილავდა, რათა ბარსელონაში გაყიდული ენტონი გორდონის პოზიცია გაეძლიერებინა, თუმცა ლივერპულის ოპერატიულობამ კაჭკაჭების გეგმები ჩაშალა.


იდეალური ფიგურა ენტონი ირაოლასთვის


მუნიოსი ლივერპულის ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდონი ირაოლას პირველი შენაძენია. ბასკი სპეციალისტი ახალგაზრდა ესპანელის დიდი თაყვანისმცემელია და მიიჩნევს, რომ მისი ტაქტიკური მოქნილობა და შრომისმოყვარეობა იდეალურად მოერგება ენფილდზე დასანერგ მაღალინტენსიურ სტილს.


ბარსელონასა და რეალის აკადემიების აღზრდილმა მუნიოსმა გასულ სეზონში ოსასუნას მაისურით 7 გოლი და 5 ასისტი მიითვალა. ახლა კი ის ესპანეთის ნაკრებთან ერთად მუნდიალის მომდევნო მატჩისთვის ემზადება, სადაც კაბო-ვერდესთან სენსაციური ფრეს (0:0) შემდეგ, მისი გუნდი საუდის არაბეთს დაუპირისპირდება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ლივერპული
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რაშფორდის ტრანსფერის საიდუმლო პუნქტი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რაშფორდის ტრანსფერის საიდუმლო პუნქტი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის მოულოდნელი ტრანსფერი და ნიუკასლისთვის წართმეული მოთამაშე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლივერპულის მოულოდნელი ტრანსფერი და ნიუკასლისთვის წართმეული მოთამაშე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: კონატე რეალის ფეხბურთელია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: კონატე რეალის ფეხბურთელია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ძერბიმ ყოფილი კლუბი გაძარცვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

დე ძერბიმ ყოფილი კლუბი გაძარცვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

16 ივნ, 2026

რაშფორდის ტრანსფერის საიდუმლო პუნქტი

News image

17 სთ წინ

ლივერპულის მოულოდნელი ტრანსფერი და ნიუკასლისთვის წართმეული მოთამაშე

News image

15 სთ წინ

ოფიციალურად: კონატე რეალის ფეხბურთელია

News image

2 სთ წინ

დე ძერბიმ ყოფილი კლუბი გაძარცვა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება