თვე-ნახევრიანი პაუზის შემდეგ, ოქროს ბურთის 2025 წლის გამარჯვებული, უსმან დემბელე მოედანს უბრუნდება. ფრანგი, ლევერკუზენთან გასამართი, ჩემპიონთა ლიგის მატჩის განაცხადშია.
დემბელემ ბოლოს 5 სექტემბერს, საფრანგეთის ნაკრების რიგებში, უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა, მას შემდეგ კი რეაბილიტაციას გადიოდა.
პსჟ-ს ლიდერმა მიმდინარე ლიგა 1-ში 3 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა, დანარჩენ არც ერთ სხვა საკლუბო ტურნირზე არ უთამაშია.
ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი გუნდი ლიგის ფაზის მე-3 ადგილზეა - საწყისი ორივე თამაში მოიგო. ლევერკუზენს 21 ოქტომბრის 23:00 საათიდან, ბაი არენაზე შეხვდება.