უსმან დემბელემ ბაიერნთან პირველი ნახევარფინალური მატჩი (5:4) შეაფასა.
ფრანგმა ამ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა და უეფას ვერსიით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
„ეს ორი შემტევი გუნდის თამაში იყო, რომელსაც საკუთარ ძალებში ეჭვი არ ეპარება. ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია. ვიცით, რა პოტენციალიც აქვს ორივე გუნდს. შედეგით კმაყოფილები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ 5:2-ს ვიგებდით.
მატჩის ბოლოსკენ თამაში მივატოვეთ. ბაიერნი ტოპ გუნდია და საოცარი თამაშიც გამოგვივიდა. ახლა მიუნხენში მოსაგებად და ფინალის საგზურის გასანაღდებლად ჩავალთ.
იქნება თუ არა ასეთივე თამაში მეორე მატჩშიც? კი, ორივე გუნდს შეტევა უყვარს და ფილოსოფიას ერთი მატჩისთვის არ შევცვლით. შეტევა ჩვენც გვინდა და იმათაც, ამიტომ ვფიქრობ, დიდებული თამაში გველოდება." - ციტირებს დემბელეს სიტყვებს უეფას ვებ-გვერდი.