ბაიერნის მცველი ჯონათან ტა ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალში პსჟ-სთან მატჩის (4:5) არბიტრის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება.
„მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ, ვაჩვენეთ, როგორი გუნდი ვართ და რომ სირთულეებთან გამკლავება შეგვიძლია - არბიტრის სადავო გადაწყვეტილებების მიუხედავად, როგორიც იყო პენალტი და რამდენიმე მცირე ჯარიმა აქეთ-იქით.
საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ 1:0-ია. ვიცით, რომ შინ ორი ბურთის სხვაობით მოგება შეგვიძლია. საკუთარ თავში დარწმუნებულები ვართ და მომავალ კვირას ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ფინალში გავიდეთ, - განაცხადა ბაიერნის გერმანელმა მცველმა.
საპასუხო მატჩი მიუნხენში 6 მაისს გაიმართება.