ნაპოლის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს გუნდის ახალწვეულ ნოა ლანგზე ჰკითხეს, პასუხად კი იტალიელს ხვიჩა კვარაცხელიაზე საუბარიც მოუწია.
"გვიხარია, რომ კარგად ვმუშაობთ. მიეცით ახალწვეულებს დრო. ლანგი განსხვავებული გარემოდან მოდის, მას შეგუება სჭირდება. მას აქვს ხარისხი და მომთმენები უნდა ვიყოთ, სხვა შემთხვევაში კვარასნაირი მოთამაშეები 70 მილიონად უნდა ვიყიდოთ.
ეს არის განსხვავება შემადგენლობის დასაკომპლექტებლად დამატებულ და სასტარტო თერთმეტეულის გასაძლიერებლად დამატებულ მოთამაშეებს შორის. ჩვენი პრიორიტეტი პირველია.
ჩვენ საძირკველს ვამზადებთ. დღეს კვარასა და ლანგის შედარება არ შეიძლება. ერთი 75 მილიონად გაიყიდა, მეორე კი - 25 მილიონად. ეს განსხვავებული სიტუაციაებია.
ლანგს დღესაც შეუძლია ჩვენი დახმარება. მას გაზრდა სჭირდება და დონის ამაღლების შემდეგ ახალი კვარა გახდება, შემდეგ კი შეიძლება ისიც გაიყიდოს." - განაცხადა კონტემ.
იტალიის ჩემპიონმა ნაპოლიმ ნოა ლანგი ნიდერლანდური პსვ-დან 25 მილიონ ევროდ დაიმატა.