ინტერის პრეზიდენტს, ბეპე მაროტას მიაჩნია, რომ სერია ა-ს ცუდი დროება უდგას.
„იტალიას დიდი პრობლემა აქვს როგორც სტადიონების, ისე ხალხის გართობის.
დღეს ჩვენი ლიგა გარდამავალია, ფეხბურთელები მას ტრანზიტად იყენებენ უფრო დიდი ლიგებისთვის.
ამჟამად სერია ა-ში მხოლოდ ერთი ნამდვილი ჩემპიონი თამაშობს, კერძოდ ლუკა მოდრიჩი. რომელიც ჩვენთან 40 წლის ასაკში გადმოვიდა." - აღნიშნა ინტერის მეთაურმა.
მოდრიჩი მილანში გასულ ზაფხულს მადრიდის რეალიდან გადავიდა.