რეალის ნახევარმცველმა ფედერიკო ვალვერდემ ატლეტიკოს ნახევარმცველ ლი კან ინთან ორთაბრძოლისას ტრავმა მიიღო.
ლა ლიგის მე-7 ტურის მატჩში რეალი ატლეტიკოსთან 1:2 დამარცხდა.
45-ე წუთზე, ცენტრალურ წრესთან ახლოს, ლი კან ინმა ბუცის შიპებით ვალვერდეს კოჭის არეში ჩაარტყა. შეხვედრის მთავარ არბიტრს, მიგელ ანხელ ორტის არიასს, ატლეტიკოს ნახევარმცველი არ დაუსჯია.
ჟურნალისტ გილერმო რაიას ინფორმაციით, ამ ეპიზოდში ვალვერდემ მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის ტრავმა მიიღო და, სავარაუდოდ, 2-3 კვირას გამოტოვებს.
ფეხბურთელი, დიდი ალბათობით, ურუგვაის ნაკრებს მომავალ სანაკრებო პაუზაზე ვერ შეერთდება.