დიეგო სიმეონემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლო ატლეტიკომ რეალის შეჩერება (2:1).
„მატჩი ინტენსიური იყო. ვფიქრობ, მას ყოველ მომენტში ვაკონტროლებდით. რეალი - წარმოუდგენელი კონტრშეტევების მქონე გუნდია გამორჩეული ფეხბურთელებით, ჩვენ კი თითქმის ყველაფერი გავაკონტროლეთ, რისი შექმნაც კი შეეძლოთ.
ამაყი ვარ გუნდის კოლექტიური შრომით. ვიცოდით, სად შეგვექმნა მათთვის პრობლემები - ვიცოდით, რომ ეს მარჯვენა ფრთა იყო.
გუნდმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ძალიან კარგად დავიცავით თავი და მეტოქის შეკავება შევძელით.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი წესებით მოგვიწევდა თამაში, - განაცხადა ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა.