• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დიდი სენსაცია - დებიუტანტის ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონთან
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

დიდი სენსაცია - დებიუტანტის ისტორიული ქულა ევროპის ჩემპიონთან

15 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კაბო ვერდემ მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო კამპანია ბრწყინვალედ დაიწყო და ესპანეთთან 0:0 ითამაშა, რითაც H ჯგუფში ინტრიგა კიდევ უფრო გააღრმავა.


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს რეიტინგში მე-2 ადგილზე მყოფმა ესპანეთმა ფინალურ ეტაპებზე ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო, რის გამოც ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსი ეჭვის ქვეშ დადგა.


მატჩი მოსალოდნელი სცენარით წარიმართა: კაბო ვერდე დაცვაში დიდი ძალებით თამაშობდა და ესპანელებს სივრცეებს უზღუდავდა, ხოლო ფავორიტები საწყის წუთებში სახიფათო მომენტების შექმნას ვერ ახერხებდნენ.


პირველი ტაიმის მიწურულს ესპანეთი ძალიან ახლოს იყო გოლის გატანასთან.


მარკ კუკურელიას თავური გადაცემის შემდეგ ფერან ტორესმა ახლო მანძილიდან ბურთი ხარიხას გაარტყა, ხოლო დამატებაზე მიკელ ოიარსაბალს 40 წლის მეკარემ, ვოზინიამ, შესანიშნავი რეაქციით აუღო, რის შედეგადაც აუტსაიდერმა შესვენებამდე სასურველი ფრე შეინარჩუნა.


მეორე ტაიმიც ანალოგიური სურათით დაიწყო და სტადიონზე მყოფი ყველა გრძნობდა, რომ ესპანელების ნერვიულობა იზრდებოდა.


სასოწარკვეთილმა ლუის დე ლა ფუენტემ მოედანზე ლამინ იამალი შეიყვანა, რომლის თამაშიც ფიზიკური მდგომარეობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.


ახალგაზრდა ვარსკვლავმა შეტევებს დაუყოვნებლივ მეტი სისწრაფე და ხარისხი შესძინა. მალევე მისმა გარღვევამ მიკელ მერინოს კარგი მომენტი შეუქმნა, თუმცა ვოზინია კვლავ მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.


მატჩის მიწურულს საუკეთესო შანსი ოიარსაბალს ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა გმირულად დაბლოკა ლოპეშმა, რითაც კუნძულოვანმა ქვეყანამ ისტორიული ქულისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.


დამატებულ დროში კაბო ვერდე სენსაციურ გამარჯვებასაც კი მიუახლოვდა, მაგრამ დინეი ბორჟეშის ძლიერ თავურს, რომელიც კუთხურს მოჰყვა, უნაი სიმონმა შესანიშნავი რეაქციით უპასუხა და ესპანეთის სრული კრახი თავიდან აიცილა.


H ჯგუფში შემდეგი შეხვედრა ურუგვაისა და საუდის არაბეთის დაპირისპირება იქნება, და ორივე გუნდი ახლა დარწმუნებულია, რომ ესპანეთის მოულოდნელი ჩავარდნის შემდეგ ჯგუფში ყველაფერი თავიდან იწყება.


ერთი რამ კი უკვე ცხადია - კაბო-ვერდეს აღარავინ შეაფასებს არასერიოზულად. ისტორიულმა ფრემ კიდევ უფრო გაამყარა მათი შთამბეჭდავი სერია, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო 7 შეხვედრაში 6 გამარჯვებასა და 1 ფრეზე შეადგენს.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

cape-verde-islands
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მუნდიალის მე-5 დღე - საქმეში ევროპის ჩემპიონები ერთვებიან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

მუნდიალის მე-5 დღე - საქმეში ევროპის ჩემპიონები ერთვებიან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კაბო ვერდესთან

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კაბო ვერდესთან
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ ცდილობს, კაბო ვერდეს მეკარის დედას დაეხმაროს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

აშშ ცდილობს, კაბო ვერდეს მეკარის დედას დაეხმაროს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

15 ივნ, 2026

მუნდიალის მე-5 დღე - საქმეში ევროპის ჩემპიონები ერთვებიან

News image

15 ივნ, 2026

ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობა კაბო ვერდესთან

News image

16 ივნ, 2026

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"

News image

17 ივნ, 2026

აშშ ცდილობს, კაბო ვერდეს მეკარის დედას დაეხმაროს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება